Belive

მილანის ფეხბურთელმა ლევან მჭედლიძეს დინამო თბილისში წარმატება უსურვა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" ბოსნიელმა ფეხბურთელმა, რადე კრუნიჩმა ლევან მჭედლიძეს "დინამო თბილისში" წარმატება უსურვა. როგორც იცით, 29 წლის ფორვარდმა გასული სეზონის შემდეგ "ემპოლი" დატოვა და ახლა საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს. რადე კრუნიჩი, რომელიც ლევანის თანაგუნდელი იყო "ემპოლიში", მჭედლიძეს მხარს სოციალური ქსელის მეშვეობით უჭერს. “წარმატებები ახალ თავგადასავალში, ჩემო ძმაო," - დაწერა ბოსნიელმა.
 

სხვა სტატიები