Belive

მილანის პოლიციამ ტიმუ ბაკაიოკო დააკავა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის ერთ-ერთ გარეუბანში, სამართალდამცავებმა "როსონერის" ფრანგი ნახევარმცველი, ტიმუ ბაკაიოკო დააკავეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბაკაიოკოს ავტომობილი სამმა პოლიციელმა გააჩერა. იმ დროს, როდესაც პოლიციის ოფიცერი ტიმუ ბაკაიოკოს ჩხრეკდა, მის კოლეგას ბაკაიოკოს ავტომიბილის მგზავრი პისტოლეტით მიზანში ჰყავდა ამოღებული. მოგვიანებით ერთ-ერთმა პოლიციელმა თავის კოლეგას უთხრა, რომ ეჭვმიტანილის ნაცვლად, "მილანის" ფეხბურთელი დააკევს, რასაც მათი გაკვირვება მოჰყვა.

სხვა სტატიები