Belive

მილანის ყოფილი სპორტული დირექტორი: "იბრაჰიმოვიჩს არ დავიბრუნებდი"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანის" ყოფილი სპორტული დირექტორის, მასიმილიანო მირაბელის განცხადებით, იგი შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის "მილანში" დაბრუნების საკითხს არ ეთანხმება. "ამჟამად "მილანს" ზლატანი აღარ სჭირდება, გუნდს საკმარისი რაოდენობის ფორვარდები ჰყავს", - აღნიშნა მან. იტალიური მედიის თანახმად, ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანში” დაბრუნებას განიხილავს – მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შვედი ფეხბურთელი “როსონერის” ზამთარში დაუბრუნდება. 37 წლის თავდამსხმელს MLS-ში ჩატარებულ 25 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი, თუმცა იბრას გატანილი გოლების მიუხედავად, “გალაქსი” პლეი-ოფში მაინც ვერ მოხვდება – გუნდს 32 მატჩში 60 გოლი აქვს გაშვებული. “მილანის” სპორტული დირექტორის, ლეონარდოს განცხადებით, გუნდის მთავარი ფორვარდები გონსალო იგუაინი და პატრიკ კუტრონე არიან. რამდენიმე კვირის წინ მან ასევე განაცხადა, რომ იბრაჰიმოვიჩის “მილანში” დაბრუნება თითქმის გამორიცხულია, თუმცა შესაძლოა, მოვლენები სხვანაირად განვითარდეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას ფიქრობს ტრანსფერთან დაკავშირებით თავად ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც კარიერის მიწურულს, MLS-ში შესანიშნავ სეზონს ატარებს. Football Italia იტყობინება, რომ ლეონარდომ და იბრას აგენტმა, მინო რაიოლამ, ფეხბურთელს მოსაფიქრებლად 1 თვე მისცეს.  

სხვა სტატიები