Belive

მილანის უნიკალური მიღწევა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია ა-ს მე-3 ტურის შეხვედრაში "მილანი" "სპეციას" დაუპირისპირდა. "სან სიროზე" გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სტეფანო პიოლის გაწვრთნილი "მილანი" მიმდინარე სეზონში ბრწყინვლე ფორმაშია და ჩემპიონატის სტარტზე გამართულ 3-მატჩში 100%-იანი შედეგი დააფიქსირა. "როსონერის" ფეხბურთელების სასახელოდ უნდა აღინიშნოს, რომ სეზონის სტარტზე, სერია ა-ში "მილანის" კარის აღება ვერავინ შეძლო. "სპეციასთან" გამართული მატჩი "მილანისთვის" უნიკალური აღმოჩნდა. ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატში "მილანი" ერთადერთი კლუბია, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც, ერთ კონკრეტულ შეხვედრაში 7-მა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც 1999 წელს და შემდეგ არიან დაბადებული. ბრაჰიმ დიასი (1999), ჯიჯი დონარუმა (1999), მატეო გაბია (1999), რაფაელ ლეაო (1999), ალექსის სალემეკერსი (1999), სანდრო ტონალი (2000), ლორენცო კოლომბო (2002). "როსონერის" ახალგაზრდა ვარსკვლავებს გამოცდის ჩაბარება მომდევნო ტურში მოუწევთ. სერია ა-ს მე-4 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ინტერი" "მილანს" დაუპირისპირდება. "დერბი დელა მადონინა" 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები