Belive

მილანმა და ინტერმა სან სიროს განახლების 1 მილიარდიანი პროექტი წარადგინეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური ფეხბურთის ფლაგმანები - "მილანი" და "ინტერი" "სან სიროს" მასშტაბურ რეკონსტრუქციასა და განახლებაზე შეთანხმდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, რეკონსტრუქციის შემდეგ, საკულტო სტადიონი - "სან სირო" სრულიად ახლებურ სახეს შეიძენს და მის გარშემო არაერთი რეკრეაციული და სპორტული სივრცე მოეწყობა. მილანურმა გრანდებმა ქალაქის ხელმძღვანელობას ორი პროექტით მიმართეს. ერთ-ერთი პროექტის თანახმად, "სან სირო" უნდა დანგრეულიყო და მის ნაცვლად ახალი სტადიონი აშენებულიყო, თუმცა "ინტერმა" და "მილანმა" ლეგენდარული სტადიონის დანგრევის ნაცვლად მისი რეკონსტრუქცია გადაწყვიტეს. წყაროს მტკიცებით, მილანურ გრანდებს ახალი სტადიონის მშენებლობა 1 მილიარდი ევრო დაუჯდებათ. "ნერაძურის" და "როსონერის" წარმომადგენელთა მტკიცებით, ახალი სტადიონის გარშემო სარეკრეაციო და სპორტული ზონებიც მოეწყობა. ამ წუთისათვის უცნობია, თუ როდის დაიწყება ახალი სპორტული პარკის მშენებლობა და სტადიონის განახლება.
11111111

სხვა სტატიები