Belive

მილანმა დაადასტურა - დონარუმა მილანს ტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მილანისა" და იტალიის ნაკრების მეკარე, 22 წლის ჯანლუიჯი დონარუმა 6-წლიანი მილანური კარიერის შემდეგ, იტალიურ კლუბს ტოვებს. ინფორმაცია კლუბის დირექტორმა - პაოლო მალდინიმ დაადასტურა. 22 წლის მეკარე კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დონარუმას, "მილანის" შემადგენლობაში 16 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი, მას შემდეგ მილანურ კლუბში 215 მატჩი ჩაატარა. მან იტალიურ გრანდთან ერთად იტალიის სუპერ თასი მოიგო (2016 წელს), ასევე 2019-2020 წლებში მოხვდა იტალიის სერია ა-ს წლის გუნდში, 2019-2020 წლებში კი იტალიის სერია ა-ს წლის საუკეთესო მეკარე გახდა. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, დონარუმა ეროვნულ ნაკრებში პირველად 2016 წელს გამოიძახეს, მას შემდეგ მას მხოლოდ 26 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა EURO 2020-ზე, იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარ მეკარედ განიხილება.

სხვა სტატიები