Belive

მილანმა შარლ დე კეტელარე გაიფორმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბრიუგეს'' ყოფილი ფეხბურთელი, შარლ დე კეტელარე კარიერას ,,მილანში'' გააგრძელებს. ინფორმაციას იტალიური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ნახევარმცველმა ,,როსონერისთან'' ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ახალ კლუბში 90-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურად ცნობილი არ არის, თუმცა Transfermarkt-ის ცნობით, მილანელებმა შემტევის სანაცვლოდ 32 მილიონი ევრო გადაიხადეს. დე კეტელარე ,,ბრიუგეში'' 2019 წლიდან თამაშობდა. გასულ სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა ბელგიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.


სხვა სტატიები