Belive

მილანმა კახა კალაძეს დაბადების დღე მიულოცა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს კახა კალაძეს საფეხბურთო კლუბმა "მილანმა" დაბადების დღე მიულოცა. იტალიური გრანდის ვეტერანი ცენტრალური მცველი 27 თებერვალს 42 წლის გახდა. კალაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა. ის "როსონერიში" 10 წლის განმავლობაში თამაშობდა და "შავ-წითლების" მაისურით 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ სერია A, ერთხელ იტალიის თასი, ერთხელ სუპერთასი, ერთხელ კი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. ქართული ფხბურთის ისტორიაში ყველზე ძვირადღირებულ მოთამაშედ კალაძე მას მერე იქცა, რაც "მილანმა" კიევის "დინამოდან" სამ-სამჯერ ჩემპიონატისა და თასის მოგების მერე 16 მილიონ ევროდ შეიძინა.  

სხვა სტატიები