Belive

მილანმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ემპოლის"  ალჟირელი შემტევი, ისმაელ ბენასერი "მილანის" ფეხბურთელია. "როსონერის" აღნიშნული ტრანსფერის განხორციელება 16 მილიონი ევრო დაუჯდა. ბენასერს ბევრი მსურველი ჰყავდა, თუმცა პაოლო მალდინის ზარმა ყველაფერი "მილანის" სასარგებლოდ გადაწყვიტა 21 წლის ფეხბურთელი მიმდინარე წლის აფრიკის თასზე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, "ემპოლიში" კი ბენასერმა  77 მატჩი ჩაატარა. რადე კრუნიჩის, ტეო ერნანდესის და რაფაელ ლეაოს შემდეგ ეს "მილანისთვის" რიგით მეოთხე დახურული ტრანსფერია მიმდინარე ზაფხულში. მომავალ კვირაში მოსალოდნელია კიდევ ერთი ტრანსფერის განხორციელებაც, საუბარია "ფლამენგოს" 23 წლის მცველ ლეო დუარტეზე, რომლის გუნდიდან წასვლაც უკვე დაადასტურა "ფლამენგოს" მთავარმა მწვრთნელმა. მისი ტრანსფერი ლომბარდიელებს 12 მილიონი დოლარი დაუჯდებათ. კლუბი დატოვეს კრისტიან ზაპატამ, იგნასიო აბატემ და რიკარდო მონტოლივომ, როგორც ჩანს კლუბი მომავალ სეზონში ძალიან გადახალისდება.

View this post on Instagram

Ready to fight, @ismaelbennacer? 👊🏼 Bienvenu Bennacer! 👊🏼 #ForzaMilan

A post shared by AC Milan (@acmilan) on

სხვა სტატიები