მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს 

57
ნახვა

მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. იტალიურ გრანდს სტეფანო პიოლი გაწვრთნის.

53 წლის სპეციალისტმა, რომელიც წარსულში „პარმას“, “პალერმოს“, „ლაციოს“, „ინტერს“, „ბოლონიას“ და ბოლოს „ფიორენტინას“ თავკაცობდა, „როსონერისთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, წარუმატებელი მუშაობის გამო, „სან სიროს“ ბინადრებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ზაფხულში დანიშნული მარკო ჯამპაოლო გაუშვეს.

სერია A-ში, „შავ-წითლებს“ 9 ქულა აქვთ და მე-13 ადგილს იკავებენ.

(57)

მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს 

სტატიის ავტორი
-