Belive

მილანს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდს "მილანს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ჯენარო გატუზოს გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს პოსტი ვაკანტური იყო, თუმცა რამდენიმე წუთის წინ მილანის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით "როსონერის" მარკო ჯამპაოლო გაწვრთნის. ჯამპაოლო გასულ სეზონში "სამპდორიას" წვრთნიდა და მისი გუნდი სერია ა-ს გათამაშებაში 9-ე ადგილზე გავიდა, მანამდე იტალიელი სპეციალისტი მთელ რიგ იტალიურ გუნდებს წვრთნიდა და უნდა აღინიშნოს რომ "მილანი" მისთვის პირველი გრანდია. სერია ა-ს 2018/2019 წლების გათამაშება "მილანმა" მეხუთე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მხოლოდ 1 ქულა დააკლდა, რაც შემდგომში ჯენარო გატუზოს გათავისუფლების მიზეზიც გახდა.

სხვა სტატიები