Belive

მილანს გატუზოს ნაცვლად კონტე სურს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე შეიძლება საქმეს დაუბრუნდეს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "მილანის" ხელმძღვანელობა ჯენარო გატუზოს გათავისუფლების საკითხს განიხილავს, მის პოზიციაზე კი სწორედ კონტეს კანდიდატურის წარდგენას აპირებს. "როსონერის" ბოსები ჯენაროს ბოლოდროინდელი შედეგებით უკმაყოფილოები არიან. თუმცა ჯერჯერობით კონტეს სხვა საფიქრალი აქვს, იგი "ჩელსისთან" ჯერ კიდევ მოლაპარაკებებს აწარმოებს 10 მილიონ ევროზე, რომელიც გაშვების შემდეგ "არისტოკრატებს" მისთვის უნდა გადაეხადათ, თუმცა რომან აბრამოვიჩი არ ჩქარობს ვალდებულების შესრულებას.

სხვა სტატიები