Belive

მილანში მალდინების მე-3 წარმომადგენელი გამოჩნდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე კვირას პრე-სეზონის მატჩში "მილანში" მალდინების მე-3 წარმომადგენელი გამოჩნდა. დანიელ მალდინის დებიუტი იტალიურ კლუბში მიუნხენის "ბაიერნთან" შედგა. ლეგენდარული პაოლო მალდინის შვილმა და ჩეზარე მალდინის 17 წლის შვილიშვილმა "მილანის" მთავარი გუნდის მაისურით ჩატარებულ პირველ მატჩში მოედანზე 60 წუთი გაატარა. პაოლოსა და ჩეზარესგან განსხვავებით, დანიელი შემტევი ნახევარმცველია და არა მცველი. "მილანის" ახალგაზრდა ტალანტი შესანიშნავად მოძრაობს ბურთთან ერთად და კარგად ახერხებს მის კონტროლს. შეგახსენებთ, რომ დანიელის მამა და ბაბუა "მილანის" კაპიტანი იყო. პაოლო "როსონერის" ღირსებას მთელი კარიერის განმავლობაში იცავდა, ჩეზარე კი გუნდში 1954-1966 წლებში თამაშობდა.  

სხვა სტატიები