Belive

მილენკოვიჩ-სავიჩი მანჩესტერ იუნაიტედში?

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რომის "ლაციოს" ნახევარმცველი, სერგეი მილენკოვიჩ-სავიჩი შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს.  ინგლისური გრანდი სერბ ფეხბურთელში 100 მილიონ ევროს იხდის. მილენკოვიჩ-სავიჩი გასულ სეზონში "ლაციოს" ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ბოლო ტურში დაკარგა და მიმდინარე სეზონი არც თუ წარმატებულად დაიწყო. სერბეთის ნაკრებისა და "ლაციოს" წევრით ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში არაერთი გრანდი ინტერესდებოდა. "პარი სენ-ჟერმენი", "რეალი", "იუვენტუსი" და "მილანი" სავიჩში დიდი თანხას იხდიდნენ, თუმცა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. "ლაციოსა" და თავად სავიჩის არასტაბილური თამაში კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს სერბის მომავალთან დაკავშირებით.

სხვა სტატიები