Belive

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ისკო რეალს დატოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ისკო ,,სამეფო გუნდს'' დატოვებს:
,,რეალში ისკოს კარიერა სრულდება და ეს მისთვის შესანიშნავი ეტაპი იყო. რა თქმა უნდა, შეეძლო, რომ მეტი გაეკეთებინა და საკუთარი პოტენციალი უკეთ წარმოეჩინა, თუმცა გუნდისთვის მაინც დიდი როლი შეასრულა. მას მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ,'' - ანჩელოტის სიტყვებს Get Spanish Football News-ი ციტირებს.
ისკო ,,რეალში'' 2013 წელს ,,მალაგადან'' გადავიდა. 30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,სამეფო გუნდის'' მაისურით ჩატარებულ 352 შეხვედრაში 53 გოლი და 56 საგოლე გადაცემაა. ნახევარმცველმა მადრიდელებთან ერთად ლა ლიგა (3-ჯერ), კოპა დელ რეი, ესპანეთის სუპერთასი (3-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა (4-ჯერ), უეფას სუპერთასი (3-ჯერ) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (4-ჯერ) მოიგო.

სხვა სტატიები