Belive

მინდვრიდან ყინულის მოედანზე - ჩეხი ჰოკეის კლუბში ჩაირიცხა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალისა" და "ჩელსის" ლეეგნდარულმა მეკარემ პეტრ ჩეხმა ბედის ცდა ყინულის ჰოკეიში გადაწყვიტა. 37 წლის გოლკიპერი, რომელმაც პროფესიონალური კარიერა წინა სეზონის შემდეგ დაასრულა, ნახევარპროფესიონალურ ინგლისურ კლუბ "გილდფორდ ფენიქსში" სეზონის ბოლომდე ჩაირიცხა. "აღფრთოვანებული ვარ, რადგან მომეცა შესაძლებლობა "ფენიქსთან" ერთად ჰოკეიში თამაშის გამოცდილება მივიღო. იმედი მაქვს, როგორც კი შანსი მომეცემა, შევძლებ და ამ ახალგაზრდულ გუნდს სეზონში დასახული მიზნების შესრულებაში დავეხმარები და ერთად რამდენადაც შესაძლებელია მეტ მატჩს მობიგებთ. 20 წლის განმავლობაში პროფესიონალური ფეხბურთის შემდეგ, მაქვს ბედნიერება იმ სპორტით დავკავდე, რომლის ყურებაც ბავშვობაში ძალიან მიყვარდა",-თქვა ჩეხმა. კარიერის დასრულების შემდეგ, ჩეხი "ჩელსიში" მრჩევად მუშაობს.

სხვა სტატიები