Belive

მინო რაიოლა - "აიაქსთან დე ლიხტის წასვლის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მატეის დე ლიხტის შეძენის მთავარ კანდიდატად "იუვენტუსი" სახელდება. "ბიანკონერიმ" ახალგაზრდა ჰოლანდიელი მცველის სანაცვლოდ "აიაქსს" 50 მილიონი ევრო შესთავაზა - თუმცა ამსტერდამელებმა ტრანსფერი დაბლოკეს. მატეის დე ლიხტის სანაცვლოდ, "აიაქსის" მესვეურებს გაცილებით უფრო მეტი თანხის მიღება სურთ. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული საფეხბურთო აგენტის, მინო რაიოლას მტკიცებით "აიაქსთან" მატეის დე ლიხტის წასვლის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. გავრცელებული ინფორმაციით, ამსტერდამელებსა და დე ლიხტს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ 2018 წელს შედგა. შეთანხმების მიხედვით "აიაქსისათვის" დამაკმაყოფილებელი წინადადების შემთხვევაში, დე ლიხტი 2019 წელს კლუბის დატოვებას შეძლებს. "მატეისსა და "აიაქსს" შორის შეთანხმება შედგა, რომელიც "აიაქსმა" უნდა შეასრულოს. საარბიტრაჟო საქმის აღძვრას არ ვფიქრობთ - ეს ყველაფერი მატეისის ცხოვრებისეულ სტილში არაა. იგი იმედოვნებს, რომ "იუვენტუსი" და "აიაქსი" შეთანხმებას მიაღწევენ", - აღნიშნა მინო რაიოლამ.    

სხვა სტატიები