Belive

მინო რაიოლა: დე ლიხტი, პოგბა, კინი...

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო აგენტი - მინო რაიოლა საუბრობს, რომ "იუვენტუსი" დე ლიხტისთვის საუკეთესო გუნდია, ასევე რაიოლამ არაფერი არ თქვა პოლ პოგბაზე, თუმცა თქვა, რომ დიდი ინტერესია 18 წლის მოისე კინზე, მაგრამ ჯერ-ჯერობით საუბრისგან თავს იკავებს. "ჩვენ არ გვიკითხავს დე ლიხტისთვის, თუ სად უნდოდა ყველაზე მეტად მას თამაში, თუმცა ახლა "იუვენტუსი" მისთვის საუკეთესო კლუბია. მას შეუძლია მისი თანაგუნდელებისგან ისწავლოს, თუ როგორ შეიძლება გახდეს მსოფლიოში საუკეთესო მცველი. იმაში ეჭვი არავის არ ეპარება, რომ დე ლიხტი თავის ასაკში საუკეთესო მცველია. "იუვეში" გადასვლა მას განვითარებაში ძალიან დაეხმარება". - განაცხადა მინო რაიოლამ. დე ლიხტის გარდა, მინო რაიოლას მოისე კინზე ჰკითხეს, სადაც მან შემდეგი პასუხი გასცა: "მოისე კინი დე ლიხტივით მაგარი და წარმატებულია, თავს შევიკავებ კომენტარისგან, ყველანი ვნახავთ, თუ რა მოხდება".

სხვა სტატიები