Belive

მინო რაიოლა გარდაიცვალა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელი საფეხბურთო აგენტი, მინო რაიოლა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია რაიოლას ოჯახმა დაადასტურა. მინოს გარდაცვალების შესახებ ცნობები ხუთშაბათს რამდენიმე გავლენიანმა გამოცემამ გაავრცელა, თუმცა იმავე დღეს მისმა ოჯახის წევრებმა ინფორმაცია უარყვეს. რაიოლა არაერთი ცნობილი ფეხბურთელის აგენტი იყო, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა და ერლინგ ჰოლანდი არიან.


სხვა სტატიები