Belive

მინო რაიოლა: "ჯანი ინფანტინოს უნდა, რომ ჩრდილოეთ კორეაში ვიცხოვროთ" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა ფიფას უპირისპირდება. ამის მიზეზი ფეხბურთელებისთვის სახელფასო ზღვრის დაწესებაა. "თუ ფიფა სახელფასო ზღვრის დაწესებას გადაწყვეტს, ეს იმას ნიშნავს რომ კლუბები გადაწყვეტილ;ების დამოუკიდებლად მიღებას ვეღარ მოახერხებენ. ცხადია, სატრანსფერო ბაზარი აღარ მუშაობს ისე, როგორც ფიფა სურს, რადგან მოთამაშეს შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. ისინი ამ სპორტის აქტივს წარმოადგენენ.  თუ მოთამაშეთა ხელფასს შევზღუდავთ, უნდა შემოვიტანოთ ჭერი ყველაფერზე: ტრანსფერებზე, დირექტორთა ხელფასებზე. მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" იღებენ მილიარდობით შემოსავალს, უნდა მოითხოვონ თუ არა მათ ბილეთების ფასების შეზღუდვა? უნდა დავუწესოთ თუ არა ხელფასის ზღვარი მსახიობებისთვის, ჟურნალისტებისთვის და მხატვრებისთვის. დაადგენდით თუ არა ხელფასს ბენკსის, ლეონარდო და ვინჩის ან რემბრანდტისთვის? როგორ უნდა შეზღუდო ნიჭი? ჩვენ კაპიტალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, თუმცა ჯანი ინფანტინოს სურს, რომ ჩრდილოეთ კორეა გავხდეთ. მე არ მაქვს პრობლემა ჩრდილოეთ კორეასთან, მაგრამ მას შეუძლია იქ ცხოვრება მე კი არა", - თქვა იტალიელმა.

სხვა სტატიები