Belive

მინო რაიოლა - მანჩესტერში პოგბას დრო ამოიწურა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლ პოგბას აგენტის - მინო რაიოლას მტკიცებით, "მანჩესტერ იუნაიტედში" ფრანგი ვარსკვლავის დრო ამოიწურა. მოქმედი კონტრაქტის თანახმად, პოლ პოგბა "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დარჩება. პრემიერ ლიგის გრანდს კონტრაქტის 12 თვით გახანგრძლივების შესაძლებლობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პოგბა შესაძლოა 2022 წლის ივნისამდე დარჩეს, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და პოგბას წარმომადგენლებს შორის, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა. გავრცელებული ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლები კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას არ ჩქარობენ. კლუბის ქმედებით განაწყენებული რაიოლა მიიჩნევს, რომ ფრანგი ვარსკვლავი "წითელ ეშმაკებს" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. Tuttosport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მინო რაიოლამ აღნიშნა: "შემიძლია გითხრათ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" პოგბას დრო ამოიწურა."

2016 წელს, "იუვენტუსიდან" £89 მილიონის სანაცვლოდ კვლავ დაბრუნებული პოგბა, "მანჩესტერ იუნაიტედის" პოტენციურ ლიდერად ითვლებოდა, თუმცა უკანასკნელი 3-წლის განმავლობაში, პოგბას გუნდიდან წასვლის შესახებ არაერთხელ დაიწერა.  

სხვა სტატიები