Belive

მინო რაიოლა - რეალთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიელი საფეხბურთო აგენთი მსოფლიოს მასტაბით ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან აგენტად ითვლება. მის სახელს არაერთი გახმაურებული ტრანსფერი უკავშირდება. რაიოლას გარშემო ყველაზე დიდ ინტერესს პოგბას ტრანსფერი იწვევს, მაგრამ დღეს მინომ მადრიდის "რეალზე" ისაუბრა. ""სამეფო კლუბთან" იდეალური ურთიერთობა მაკავშირებს. ყველამ კარგად იცის, რომ მათ შეტევაში გაძლიერება სჭირდებათ. მსურს, რომ ჩემი საუკეთესო ფეხბურთელები "რეალში" თამაშობდნენ და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად ვეცდები დიდებული ტრანსფერების განხორციელებას. ჩემი ფეხბურთელებისთვის და ასევე ჩემთვის "ბლანკოსთან" თანამშრომლობა საამაყოა. მადრიდის "რეალი" უდიდესი კლუბია. ალფონსო არეოლა, კი ამ კლუბის ნაწილი, მაგრამ სანახევროდ. ფრანგი ჯერჯერობით იჯარის წესით ასპარეზობს მადრიდში და ყველანაირად ვეცდები ტრანსფერის ბოლომდე განხორციელებას"

სხვა სტატიები