Belive

მინო რაიოლა: ზამთარში პოგბა მანჩესტერს დატოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერი იუნაიტედის" ნახევარცველის - პოლ პოგბას აგენტი - მინო რაიოლას თქმით, პოლ პოგბა სავარაუდოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს ინგლისურ კლუბს. მინო რაიოლამ პრესკონფერენციაზე, პოგბაზე საუბრის დროს განაცხადა, რომ "დეკემბერი ოცნებების ასრულების თვეა" - ამ ნათქვამის შემდეგ კი, ბრიტანულ პრესაში უფრო აქტიურად განიხილება პოგბას "მანჩესტერიდან" წასვლის საქმე. პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტი უმთავრდება, ფრანგი ფეხბურთელით კი მრავალი საფეხბურთო გრანდია დაინტერესებული, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "მანჩესტერი" ახალ კონტრაქტს უკვე ამზადებს, დათანხმდება თუ არა პოგბა "წითელი ეშმაკების" შემოთავაზებას, ამაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია.
"დეკემბერი ოცნებების ასრულების თვეა და მე არ შემიძლია ოცნებების შეჩერება, თუმცა ახლა პოგბას მომავალზე საუბარი არ მსურს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ზოგ ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე ადამიანს არ სურს რომ ისაბრონ ჩემზე და პოგბაზე, შესაბამისად მათ არ სურთ პოგბასთან მუშაობა. ამიტომ, პოგბას მომავალზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა, თუმცა გეტყვით, რომ მე სხვის ოცნებებს ვერ შევაჩერებ. ყველაფერს დრო გვიჩვენებს". - მინო რაიოლა
პოგბას "მანჩესტერში" 219 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი გოლით 38-ჯერ, ხოლო საგოლე გადაცემით კი 49-ჯერ გამოიჩინა. "წითელი ეშმაკების" ფორმით კი ჯამში 16.825 წუთი აქვს ნათამაშები.

სხვა სტატიები