Belive

მინო რაიოლას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მინო რაიოლა თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში განსაკუთრებული პერსონაა, იგი მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტია. რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი აგენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ცნობილი გამოცემა "Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მინო რაიოლა დღეს, 12 იანვარს, იტალიაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მას საავადმყოფოდან ჯერჯერობით ვერ გაწერენ, რადგან მისი მდგომარეობა კრიტიკულია და მას ესაჭიროება ექიმების ზედამხედველობა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, იტალიელები არ ასაჯაროვებენ მიზეზს, თუ რა გახდა საფეხბურთო სამყაროს N1 აგენტის საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი. ეს ინფორმაცია უკვე ცნობილია ერლინგ ჰოლანდის, პოლ პოგბასთვის, ედენ აზარის, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მატიეს დე ლიხტისთვის, რომლებიც შოკირებულები არიან მომხდარით. სწორედ ამ სუპერვარსკვლავების აგენტია იტალიელი - მინო რაიოლა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ძალიან დატვირთულია, თუმცა მას მოუწევს დროებით შეაჩეროს საკუთარი საქმიანობა, ჯანმრთელობის მწვავე გაუარესების გამო.

ინფორმაცია განახლებადია...

 

სხვა სტატიები