Belive

მინო რაიოლას ყველაზე ვარსკვლავური კლიენტები

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
თანამედროვე ფეხბურთში, ხმაურიანი ტრანსფერების უმეტესობას ხორცი ისე არ ესხმება, რომ იქ მინო რაიოლას სახელი არ გაჟღერდეს. წარმატებული და საიდუმლოებებით მოცული საფეხბურთო აგენტი ბევრი სუპერვარსკვლავის ნდობით სარგებლობს. მას ხშირად ახსენებენ ისეთი კლუბების გვერდით, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედი" და "იუვენტუსია". სწორედ ამ ორ კლუბს შორის პოლ პოგბას მოგზაურობის შემოქმედიც რაიოლა გახლავთ.
No description available.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ რაიოლა ამ საქმეს ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ეწევა და მისი ვარსკვლავი სიკაშკაშეს არ კარგავს. პირიქით, მინოს კლიენტების რიცხვში მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავების გვარები აქტიურად ემატება. საინტერესოა, ვინ არიან ყველაზე ვარსკვლავური ფეხბურთელები, რომლებიც ამჟამად, 52 წლის ჰოლანდიელ-იტალიელის მომსახურებით სარგებლობენ.
No description available.
პოლ პოგბა - "მანჩესტერ იუნაიტედი" მატეის დე ლიხტი - "იუვენტუსი" მარკო ვერატი - "პსჟ" ლორენცო ინსინიე - "ნაპოლი" ჯანლუიჯი დონარუმა - "მილანი" ალესიო რომანიოლი - "მილანი" მოიზე ჯკინი - "ევერტონი" კოსტანტინოს მანოლასი - "ნაპოლი" მარკუს ტურამი - მიუნხენგლადბახის "ბორუსია" დონიელ მალენი - "პსვ ეინდჰოვენი" ჯასტინ კლუივერტი - "რომა" ჰენრიხ მხითარიანი - "რომა" (იჯარით "არსენალიდან")
No description available.
კალვინ სტენგსი - "აზ ალკმაარი" ბლეზ მატუიდი - "იუვენტუსი" მარიო ბალოტელი - "ბრეშა" ზლატან იბრაჰიმოვიჩი - "მილანი" ალფონსო არეოლა - მადრიდის "რეალი" (იჯარით "პსჟ-დან")

სხვა სტატიები