Belive

მიოლდე სოლსკიაერს: "დატკბი ფეხბურთით და ნუ დაბრუნდები"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი სეზონის დასრულების შემდეგ სამშობლოში უნდა დაბრუნდეს და "მიოლდეში" მუშაობა განაგრძოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნორვეგიული კლუბის ხელმძღვანელები ლეგენდარულ ფეხბურთელს დაუკავშირდნენ და "მანჩესტერში" დარჩენა შესთავაზეს, რადგან ნორვეგიელი სპეციალისტი დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს.
"ისიამოვნე შენი საქმით, მიაღწიე წარმატებას და აქ აღარ დაბრუნდე" - ნათქვამია "მიოლდეს" განცხადებაში.
სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედში" დეკემბერში დაინიშნა და მას შემდეგ გუნდმა 9 თამაში ჩაატარა. აქედან 8 მოიგო, ხოლო 1 ფრედ დაასრულა. გულშემატკივრები ნორვეგიელის მუშაობით კმაყოფილები არიან. აღნიშნული გადაწყვეტილება "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელბსაც გაახარებს, რადგან სოლსკიაერი დაკისრებულ მოვალეობას  ზედმიწევნით კარგად ასრულებს.

სხვა სტატიები