Belive

მიქაუტაძე: "ლიონში დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატის ბოლო ტურში გატანილი შესანიშნავი გოლის შემდეგ, ადგილობრივ ჟურნალ Sport Voetbal-თან ისაუბრა. 21 წლის ქართველმა შემტევმა კარიერის ის მომენტი გაიხსენა, როდესაც "ლიონიდან" გაუშვეს.
"ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო - მითხრეს, რომ "ლიონში" ვეღარ დავრჩებოდი. ეს დღე ძალიან ცუდად მახსოვს," - ამბობს გიორგი. "მიქაუტაძე "სერენში" "მეციდან" გადმოვიდა, თუმცა რომ შეეძლოს, ახლა ის "ლიონის" მაისურით ითამაშებდა. 7-15 წლის ასაკში ის სწორედ "ოლიმპიკის" აკადემიაში იყო," - წერს Sport Voetbal-ი. "ლიონში" მაშინ ვიყავი, როდესაც გუნდი "ბარსელონასა" და "რეალის" წინააღმდეგ თამაშობდა. მე ძალიან ახლოს ვიდექი ლეო მესისთან, ტიერი ანრისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან," - გიორგი მიქაუტაძე.    

სხვა სტატიები