Belive

მიქაუტაძე მეცის სასტარტოში - გიორგი ახალი სეზონისთვის ემზადება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მეცი" ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში დღეს პირველ ამხანაგურ მატჩს "ნანსის" წინააღმდეგ გამართავს. ფრანგული კლუბის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე შეხვედრას ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს. როგორც იცით, 20 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონი იჯარით "სერენში" გაატარა, წელს კი "მეცში" დაბრუნდა და პირველივე თამაშში შანსიც მიიღო. მიქაუტაძემ 2020/21 წლების სეზონში, ბელგიის მეორე ლიგაში, 23 თამაშში 22 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გიორგიმ, რომლის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 25 მარტს, შვედეთთან შედგა, რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში თავის გამოჩენაც მოახერხა.

სხვა სტატიები