Belive

მიქაუტაძე ტრავმირებულია - საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი დებიუტანტი ეყოლება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩებში გიორგი მიქაუტაძე დააკლდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. ბელგიური "სერენის" ფორვარდმა "გენტთან" გამართულ იუპილერ ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში ტრავმა მიიიღო - 20 წლის თავდამსხმელის ნაცვლად, ვილი სანიოლმა ეროვნულ გუნდში აზერბაიჯანული "ზირას" ფეხბურთელი, დავით ვოლკოვი გამოიძახა. დავით ვოლკოვისთვის ეს საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებაა. 26 წლის თავდამსხმელი კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს და აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში 8 გატანილი გოლით 10 ტურის შემდეგ საუკეთესო ბომბარდირია. საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვედრას გამართავს - 11-ში, ბათუმში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით ტურში, შვედეთის წინააღმდეგ, 15-ში კი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, უზბეკეთის წინააღმდეგ ამხანაგურად ითამაშებს.

სხვა სტატიები