Belive

მიქაუტაძემ ამხანაგურ მატჩში გენკს გაუტანა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის "გენკის" კარში გატანა მოახერხა. 20 წლის თავდამსხმელის "სერენმა" დღეს სწორედ "გენკის" წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში 2:1 გაიმარჯვა. მე-2 გოლის გატანა სწორედ მიქაუტაძემ მოახერხა.

როგორც იცით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გიორგიმ საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად ფეხბურთელი აუცილებელ პროცედურებს გადის და დიდი ალბათობით, ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში მარტიდან იქნება. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მიქაუტაძე ლიგა 1-ის კლუბ "მეცის" საკუთრებაა. ის ახლა ბელგიის მე-2 ლიგაშია განათხოვრებული, სადაც 15 მატჩში 16 გოლი აქვს.

სხვა სტატიები