Belive

მიქელთაძის და ყიფიანის შემდეგ კორონავირუსი ზურიკო დავითაშვილსაც დაუდგინდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კორონავირუსის პანდემია ვოლგოგრადის "როტორსაც" შეუტია. ბექა მიქელთაძის და ნიკოლაი ყიფიანის შემდეგ, COVID19-ით ინფიცირება ზურიკო დავითაშვილსაც დაუფიქსირდა. რუსული პრესის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იმ ათკაციან სიაშია, რომელსაც კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა. როტორში, დავითაშვილთან, ყიფიანთან და მიქელთაძესთან ერთად, სოლომონ კვირკველია და "დინამო ბათუმის" ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინო ფლამარიონიცაა განათხოვრებული.

სხვა სტატიები