Belive

"მიყვარხარ, დიეგო" - პელემ მარადონას ემოციური წერილი მიუძღვნა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლეგენდარული პელე ფეხბურთის არგენტინელი თილისმის დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. "დღეს შვიდი დღე გავიდა რაც დაგვტოვე. მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერთმანეთთან შედარება ბევრს უყვარდა. შენ გენიოსი იყავი, რომელმაც სამყარო მოხიბლა. ოსტატი ფეხზე ბურთით. ნამდვილი ლეგენდა. მაგრამ ჩემთვის, უპირველესყოვლისა, შენ ყოველთვის დიდი გულის მქონე კარგი მეგობარი იქნები. მჯერა, რომ ახლა სამყარო ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ ნაკლებად შეგვადარებდნენ ერთმანეთს და უფრო მეტად აღფრთოვანებული ვიქნებოდით ერთმანეთით.  მინდა ვთქვა, რომ შენ შეუდარებელი ხარ. შენი გზა იყო გულწრფელი. შენმა უნიკალურმა სტილმა კიდევ უფრო ხშირად გვათქმევინა - "მიყვარხარ". შენმა სწრაფმა გამგზავრებამ არ მომცა ამის თქმის საშუალება, ამიტომ დავწერ: "მიყვარხარ, დიეგო". ჩემო ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ მთელი ჩვენი თავგადასავლისთვის. ერთ დღეს სამოთხეში ერთსა და იმავე გუნდში ვითამაშებთ. და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მე ტრიუმფით ავწევ მუშტს, თუმცა არა გოლის აღნიშვნის მიზნით, არამედ იმიტომ, რომ შენთან ისევ ჩახუტების შესაძლებლობა მომეცემა", - წერს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

View this post on Instagram

A post shared by Pelé (@pele)

  მარადონა 25 ნოემბერს, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

სხვა სტატიები