Belive

მირალემ პიანიჩი: "რონალდუ რომ საუკეთესოა, პოლ სქოულზის დამსახურებაა"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა საინტერესო განცხადება გააკეთა. ბოსნიელი ფეხბურთელის აზრით, კრიშტიანუ რონალდუ რომ საუკეთესოა, ეს პოლ სქოულზის დამსახურებაა. სქოულზმა ასწავლა, როგორ უნდა გამხდარიყო ნომერ პირველი. პორტუგალიელი ვარსკვლავი მადრიდის "რეალის" ყველა დროის ბომბარდირია. 33 წლის ასაკში, რონალდუ "იუვენტუსში" 112 მილიონ ევროდ გადავიდა. "კრიშტიანუ რონალდუ რომ შეადარო იმ რონალდურს, რომელიც რეალში თამაშობდა, დიდი სხვაობაა. ორივე გუნდში მას სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. მანჩესტერ იუნაიტედში მისი საოცარი პროგრესი, სწორედ სქოულზის დამსახურებაა. ის ექსტრაორდინალური მოთამაშე იყო". პიანიჩმა ისაუბრა სხვა ნახევარმცველებზეც, თუმცა აღფრთოვანებით სწორედ ინგლისელი მოიხსენია.

სხვა სტატიები