Belive

მირალემ პიანიჩმა რონალდ კუმანი უპატივცემულობაში დაადანაშაულა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოსნიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, რომელიც ახლახან ,,ბარსელონადან'' ,,ბეშიქთაშში'' გადავიდა, კატალონიური გუნდის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი გააკრიტიკა:
,,კუმანი ჩემ მიმართ უპატივცემულობას გამოხატავდა. ის არასდროს არ მელაპარაკებოდა. მზად ვარ, მწვრთნელის ნებისმიერი გადაწყვეტილება მივიღო, მაგრამ, მინდა, რომ ყველაფერი ამიხსნან და 15 წლის ბავშვივით არ მომექცნენ. ხელფასის შემცირებას დავთანხმდი და ,,ბეშიქთაშში'' გადავედი, რადგან ფეხბურთის თამაში მიყვარს,'' - პიანიჩის სიტყვებს Marca ციტირებს.
პიანიჩი თურქულ გუნდში არენდით ითამაშებს. ბოსნიელმა გასულ სეზონში ,,ბარსელონას'' მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან ძირითად შემადგენლობაში სულ 13-ჯერ ითამაშა.

სხვა სტატიები