Belive

მირჩა ლუჩესკუმ იუპ ჰაინკესის რეკორდი დაამხო 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კიევის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უხუცესი მწვრთნელი გახდა. უკრაინულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტს" - 3:0 აჯობა და ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ეს 2016/17 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა. ივნისში ლუჩესკუს 75 წელი შეუსრულდა და ის ყველაზე მხცოვანი სპეციალისტი იქნება, რომელიც გუნდს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის დასკვნით ეტაპზე უთავკაცებს. რუმინელმა ამ შედეგით ვეტერანი გერმანელის იუპ ჰაინკესის შედეგი გააუმჯობესა, რომელმაც 2017/18 წლების სეზონში მიუნხენის "ბაიერნს" უხელმძღვანელა. მირჩა ლუჩესკუმ კიევის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი 2020 წლის ზაფხულში დაიკავა, რამაც გუნდის გულშემატკივრებში უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან 2004-დან 2016 წლამდე იგი დედაქალაქელების მთავარ მეტოქეს, დონეცკის "შახტარს" ხელმძღვანელობდა.

სხვა სტატიები