Belive

მირჩა ლუჩესკუმ იუპ ჰაინკესს აჯობა და ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი გახდა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში კიევის "დინამო" შინ, ტურინის "იუვენტუსთან" - 1:2 დამარცხდა. აღნიშნულ მატჩში რეკორდი დაამყარა გამოცდილმა რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ. უკრაინელთა თავკაცი ტურნირის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გახდა. 75 წლის და 84 დღის სპეციალისტმა მადრიდის "რეალის", მიუნხენის "ბაიერნის", "შალკეს", მიუნხენგლადბახის "ბორუსიას", ბილბაოს "ატლეტიკის" და ლევერკუზენის "ბაიერის" ვეტერანი დამრიგებლის იუპ ჰაინკესის რეკორდი გააუმჯობესა. ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს 2018 წლის პირველ მაისს, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ (2:2), ფრედ დასრულებულ მატჩში იმუშავა და ის მაშინ 73 წლისა გახლდათ.  ლუჩესკუს G ჯგუფში მეტოქეებად "ბებერი ქალბატონის" გარდა, "ბარსელონა" და "ფერენცვაროში" ჰყავს.

სხვა სტატიები