Belive

მირჩა ლუჩესკუს რჩევა ლიონელ მესის 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კიევის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ გამოთქვა აზრი, რომ "ბარსელონას" წარუმატებლობებში ყოველთვის გუნდის კაპიტანს, ლიონელ მესის ადანაშაულებენ. "მესი ცოტას საუბრობს, ის საკმაოდ თავმდაბალი ბიჭია. სწორედ აქედან იწყება პრობლემები. მესის წარუმატებლობებში ადანაშაულებენ, ისინი მას კისერზე აწვებიან. ვფიქრობ, მისი წასვლის დრო მოვიდა. არ ვფიქრობ, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ანადგურებს მწვრთნელებს "ბარსელონაში". საკმარისია, მას ერთხელ შეხედოთ, რომ მიხვდებით თუ რა განსაკუთრებული ბიჭია. რა მოხდებოდა მასთან მუშაობის შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რომ მე ყოველთვის პრობლემები მქონდა კაპრიზების მქონე ფეხბურთელებთან", - ციტირებს რუმინელის სიტყვებს Prosport.ro. 18 იანვარს, ესპანეთის სუპერ თასის მატჩში "ატლეტიკთან" (2: 3) მარცხისას, შეხვედრის ბოლო წუთზე, არგენტინელი თავდამსხმელი გააძევეს, რის მერეც მან ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მიმდინარე სეზონში მესის 22 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.  

სხვა სტატიები