Belive

მისაბაძი ადამიანი და კუმირი - საფეხბურთო ვარსკვლავები კრიშტიანუ რონალდუს შესახებ

3 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს, პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს არაერთი ცნობილი მოთამაშე აღმერთებს. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, კარიერის განმავლობაში 5 ოქროს ბურთი, ჩემპიონთა ლიგის, ესპანეთის ლა ლიგის, იტალიის სერია ა-ს და ინგლისის პრემიერ ლიგის ტიტულები მოიპოვა. იგი ასევე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია და ამ ჩემპიონობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილი სწორედ მიუძღვის, მიუხედავად იმისა, რომ ფინალში ტრავმის გამო პირველ ტაიმში შეცვალეს. რონალდუ, სწორედ ის ფეხბურთელია, რომელმაც მაქსიმალურად გამოიყენა თავისი პოტენციალი დაუღალავი შრომითა და პროფესიონალიზმით. არაერთი პროფესიონალი ფეხბურთელია, რომლისთვისაც კრიშტიანუ რონალდუ მათი საფეხბურთო კერპია. ერთ-ერთი მათგანი ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი - კილიან მბაპეა, რომელმაც უეფას ერთა ლიგის მატჩში, რამდენიმე დღის წინ სწორედ კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად ითამაშა მინდორზე (საფრანგეთი - პორტუგალია). მატჩის შემდეგ მან სოციალურ ქსელში კრიშტიანუსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და შემდეგი სიტყვები გამოიყენა: "კუმირი". 

მაგრამ კილიან მბაპე არ არის ის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც  რონალდუს აღმერთებს. მოდით გადავხედოთ სხვებს...

ერლინგ ჰოლანდი

დორტმუნდის "ბორუსიას" ცენტრფორვარდი - ერლინგ ჰოლანდი, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება და ასეც არის, მისი თქმით ის შეიძლება არ გამხდარიყო ფეხბურთელი, რომ არა კრიშტიანუ რონალდუ. "სიამოვნებით შევხვდებოდი მას და ვეტყოდი იმას, რომ ჩემი ვარსკვლავური კარიერა არ იარსებებდა, რომ არა იგი. კრიშტიანუ ყოველთვის იყო ჩემთვის მისაბაძი ფეხბურთელი". - განუცხადა ჟურნალისტებს 20 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა.

მარკუს რაშფორდი

თქვენ თუ გინახავთ  "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის - მარკუს რაშფორდის თამაში და შეგიმჩნევიათ, თუ როგორ ურტყავს იგი ჯარიმას, აუცილებლად მიხვდებით, რომ იგი ბავშვობაში ხშირად ადევნებდა თვალყურს კრიშტიანუ რონალდუს თამაშს. "ფეხბურთში მასზე დიდი მოთამაშე ჩემთვის არ არსებობს". - განუცხადა ჟურნალისტებს მარკუს რაშფორდმა 2019 წელს. "გასაოცარია ის გზა, რომელიც მან გაიარა და ის ფორმა, რომელიც შეინარჩუნა კარიერის განმავლობაში. ხალხი მის ასაკში კარიერის დასრულებაზე ფიქრობს, თუმცა იგი წლიდან წლამდე ასაკის მატებით უფრო და უფრო იხვეწება და მეტ კვალს ტოვებს საფეხბურთო კარიერაში". - მარკუს რაშფორდი კრიშტიანუ რონალდუზე. სწორედ იმ წელს, როდესაც რაშფორდმა კრიშტიანუზე ისაუბრა, კრიშტიანუმ ინგლისელ ფეხბურთელს საჩუქარი (მადრიდის "რეალის" მაისური) გაუგზავნა საკუთარი ხელმოწერით და წარწერით: "მარკუს, გააგრძელე კარგი საქმის კეთება". 

მატეის დე ლიხტი

მატეის დე ლიხტი ის ფეხბურთელია, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს თამაშებს ბავშობაში, მის მეგობრებთან ერთად ტელევიზორში უყურებდა. 2019 წელს კი პორტუგალიელი ვარსკვლავის თანაგუნდელი გახდა, მას შემდეგ, რაც "აიაქსიდან" "იუვენტუსში" გადავიდა. "ბავშვობიდან ყოველთვის მინდოდა კრიშტიანუსთან ერთად თამაში, როდესაც ბაღში ჩემს მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი, ყოველთვის ვამბობდი, რომ რა მაგარი იქნებოდა ჩვენი გუნდელი, რომ კრიშტიანუ ყოფილიყო, ოცნებაც ამიხდა, ახლა იგი ჩემი გუნდელია. ჩემი პირველი საფეხბურთო ფორმაც სწორედ კრიშტიანუსი იყო". - განუცხადა დე ლიხტმა ჰოლანდიურ გამოცემა talkSPORT-ს.

ჟოაო ფელიქსი

"კრიშტიანუ ჩემი ბავშობის კერპია. იგი ყოველთვის, ყველა საქმეში სამაგალითო იყო. როდესაც მე ბავშვი ვიყავი, იგი უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლებოდა. უნიკალურია". - განუცხადა ჟოაო ფელიქსმა Record-სს, 2019 წელს. "ის საფეხბურთო ისტორიას წერს. არასდროს დამავიწყდა, თუ როგორი ბედნიერი ვიყავი, როდესაც მან ჩემზე თქვა, რომ მე ვარ ფენომენალური ახალგაზრდა ფეხბურთელი, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. ყოველთვის მეკითხებიან, მივაღწევ თუ არა კრიშტიანუ რონალდუს დონეზე, მაგრამ ჩემი პასუხი შემდეგია: "კრიშტიანუ უნიკალური და შეუცვლელია, მე მხოლოდ ჟოაო ფელიქსი ვარ". - დაამატა მადრიდის "ატლეტიკოს" პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.

ჰარი კეინი

ჰარი კეინი საკუთარი საქმის პროფესიონალი და უბადლო შემსრულებელია, იგი კრიშტიანუ რონალდუზე 8 წლით უმცროსია და თინეიჯერულ ასაკში კრიშტიანუ რონალდუს თამაშებს ხშირად გულმხურვალედ აკვირდებოდა. "მე მას მაისური ვთხოვე, მან მაისური მაჩუქა და ახლა ეს მაისური ჩემი ოთახის კედელს ამშვენებს. ის ჩემთვის მისაბაძი ადამიანია და ბავშობაში ხშირად ვადევნებდი მის თამაშებს თვალს, . - განაცხადა ჰარი კეინმა 2017 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "რეალისა" და "ტოტენჰემის" დაპირისპირების შემდეგ.
690

ვინისიუს ჟუნიორი

2020 წლის მარტში, ელ კლასიკოს მატჩს, რომელშიც "რეალმა" ვინისიუსის გოლით გაიმარჯვა, ტრიბუნაზე ესწრებოდა კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ბრაზილიელი ფეხბურთელის კერპია. გატანილი გოლი ვინისიუსმა სწორედ კრიშტიანუს სტილში აღნიშნა "Siiiiiiu!".

მეისონ მაუნტი

"ჩელსის" ვარსკვლავი - მეისონ მაუნტი, ისევე როგორც ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელი, ბავშვობაში მთელი საათები ცდილობდა კრიშტიანუ რონალდუს საჯარიმო დარტყმის ტექნიკის გამეორებას. როგორც ეს ვიდეო გიჩვენებს, მეისონ მაუნტი მისი კერპის - კრიშტიანუ რონალდუს სტილში, საჯარიმო დარტყმას მშვენივრად ასრულებს.

ბრუნო ფერნანდეში

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს კიდევ ერთი პორტუგალიელი ვარსკვლავი ჰყავთ, რომელსაც პატივს სცემენ - ბრუნო ფერნანდეში. როგორც ბრუნო ფერნანდეში ამბობს, მისი "ეშმაკებში" გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ კრიშტიანუ რონალდუ იყო. "კრიშტიანუ რონალდუ არის ის ფეხბურთელი, რომლის დიდი გულშემატკივარიც ვარ. კრიშტიანუ მივიდა "მანჩესტერში" სადაც მან კარიერის საოცარი წლები გაატარა. სწორედ ამის შემდეგ ხვდა წილად ის უდიდესი წარმატება, რაც დღეს აქვს. სწორედ ამიტომ იყო "მანჩესტერში" თამაში ჩემი ოცნება". - განუცხადა ბრუნო ფერნანდეშმა SkySports-ს.

მემფის დეპაი

2015 წლის მაისში, მანჩესტერ "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ, მემფის დეპაიმ აღიარა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მისი კერპი იყო და სწორედ ამიტომ სურდა ინგლისურ გრანდში თამაში. "საამაყოა, როდესაც ასეთი სახელოვანი ხარ. თავი ოცნებებში მეგონა". "ის ჩემი კუმირი და დიდებული ფეხბურთელია - შესაძლოა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მას ძალიან ხშირად ვუყურებ. ვაკვირდები მის საჯარიმო დარტყმებს და მოძრაობებს". - აღნიშნა დეპაიმ BBC-სთან საუბარში

სხვა სტატიები