Belive

მიშელ პლატინი უეფასგან 7 მილიონს ითხოვს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციისგან დაახლოებით 7 მილიონი ევროს მიღებას მოითხოვს. როგორც ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი აცხადებს, უეფას მისი ვალი აქვს, რაც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. ეს ის თანხაა, რაც პლატინის თანამდებობიდან გადაყენებისას კომპენსაციის სახით უნდა მიეღო. პლატინი 2015 წელს ფიფას ეთიკის კომიტეტმა საფეხბურთო საქმიანობა FIFA-ს ყოფილ მმართველ ზეფ ბლატერთან ერთად 8 წლით აუკრძალეს. მიზეზი დიდი ოდენობით თანხის (2 მილიონი) გაფლანგვა გახდა. 2016 წლის პლატინიმ უეფას პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.

სხვა სტატიები