Belive

მისლავ ორსიჩი ზაგრების "დინამოს" ისტორიაში შევიდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ზაგრებში "დინამომ" იტალიური "ატალანტა" მოულოდნელად  4:0 გაანადგურა. მასპინძელთა  რიგებში ჰეთ-თრიქი მიითვალა ზაგრებელთა ხორვატმა შემტევმა, მისლავ ორსიჩმა. ორსიჩისთვის ეს სადებიუტო მატჩი იყო ჩემპიონთა ლიგაზე და იგი გახდა მხოლოდ მეცხრე ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე, ვინც სადებიუტო მატჩში 3 გოლი გაიტანა. უნდა აღინიშნოს ისიც რომ გუშინ ანალოგიური მიღწევა დააფიქსირა "ზალცბურგის" 19 წლის ნორვეგიელმა ფორვარდმა ერლინგ ბრაუტ ჰალანდმა. ორსიჩი ასევე პირველი ფეხბურთელია ზაგრების "დინამოს" რიგებში ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში, ვინც ჰეთ-თრიქის შესრულება შეძლო. ხორვატი თავდამსხმელი გასული სეზონის დასაწყისამდე კორეულ "ულსანში" ირჯებოდა.

სხვა სტატიები