Belive

მიულერი: "ჩემი მდგომარეობით უკმაყოფილო ვარ, მომავალზე უნდა დავფიქრდე" 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილმა თავდამსხმელმა ტომას მიულერმა თქვა, რომ თუ ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვერ დაიბრუნებს, საყვარელი კლუბის დატოვებაზე დაფიქრდება. "კლუბში არსებული როლი მომწონს? აბსოლუტურად არა. თავს სრულყოფილად მომზადებულად და წარმატებაზე დაგეშილად ვგრძნობ. როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ კარიერაში კიდევ ბევრი წარმატების მიღწევა მსურს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მეძლევა. მიმაჩნია, რომ შემიძლია კლუბს ისევ დავეხმარო. მესმის, რომ მწვრთნელს თითოეული მატჩის წინ რთული გადაწყვეტილებების მიღება უწევს, მაგრამ ის რაც ბოლო ხუთ მატჩში მოხდა, ჩემთვის ძალიან უსიამოვნოა. თუ მწვრთნელი კარგ შემცვლელად მომიაზრებს, მაშინ ჩემს მომავალზე უნდა დავფიქრდე, რადგან უფრო დიდი ამბიციები გამაჩნია. ბოლო დღეებში, მედიაში ამაზე აქტიურად საუბრობდნენ, მაგრამ ამ თემაში ჩარევას არ ვაპირებ. ახლა ფეხბურთზე კონცენტრირებაა მნიშვნელოვანი, რათა შემდეგ კვირებში გუნდმა მნიშვნელოვანი მატჩები მოიგოს. არაფერი შემიძლია იმის გარდა, რომ ვარჯიშებსა და თამაშებზე მაქსიმუმი გავიღო და ყველას ჩემი საუკეთესო უნარ-ჩვევები დავანახო",-თქვა 30 წლის გერმანელმა. მიულერი ბოლო 5 მატჩია ნიკო კოვაჩის ძირითად თერთმეტეულში ვერ ხვდება.

სხვა სტატიები