Belive

მიულერს ბაიერნის დატოვება სურს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტომას მიულერს მიუნხენის "ბაიერნის" დატოვება სურს. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანელ ვარსკვლავს იანვარში სურს "რეკორდმაისტერის" დატოვება. Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიულერი სათამაშო დროის სიმცირითაა უკმაყოფილო. მიულერს ფილიპე კოუტინიოსთან უწევს 10 ნომრის პოზიციაზე კონკურენცია, რის გამოც უკანასკნელი 5 მატჩის განმავლობაში იგი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა. "ბაიერნის" ძირითადი გუნდის რირსებას მიულერი 2008 წლიდან იცავს. ბუნდესლიგაში ჩატარებულ 325 შეხვედრაში, მიულერმა 110 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები