Belive

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი სამიზნე ანტუან გრიზმანია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი სამიზმე მომავალი წლის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ესპანური კლუბის მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი იქნება. როგორც ცნობილი გახდა, მიუნხენურ კლუბში ბოლო სეზონს გაატარებენ 2 ლეგენდარული ფეხბურთელი - არიან რობენი და ფრანკ რიბერი, მათ ნაცვლად ბაიერნი უმაღლესი კლასის ფეხბურთელის დამატებას აპირებს. ანტუან გრიზმანმა საკუთარ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის გამოც მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენს. პრესაში გავრცელებული ხმების მიხედვით ბაიერნს ორი მთავარი სამიზნე უნდა ჰყოლოდა - პაოლო დიბალა და ანტუან გრიზმანი, როგორც ჩანს ბაიერნმა არჩევანი მსოფლიოს ჩემპიონ ფრანგ ფეხბურთელზე შეაჩერა.

სხვა სტატიები