Belive

მიუნხენის ბაიერნში ეპოქა სრულდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ბაიერნში ეპოქა სრულდება. ეს სიტყვები შემთხვევითი არ არის. გუნდის ლიდერებმა და უკვე ლეგენდად ქცეულმა მოთამაშეებმა, არიენ რობენმა და ფრანკ რიბერიმ სეზონის ბოლოს წასვლა დააანონსეს. რობენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ბაიერნში" ეს მისი ბოლო სეზონია. რაც შეეხება რიბერის, მანაც ისაუბრა თავის მომავალზე, თუმცა დადასტურებულად წასვლაზე არაფერი უთქვამს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი შემტევი ჰოლანდიელის გზას მიჰყვება და "რეკორდმაისტერს" რეკორდების მოხსნაში აღად დაეხმარება. ზაფხულში ორივე მოთამაშემ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა. არიენ რობენი მიუნხენის "ბაიერნში" 2009 წლიდან თამაშობს. ის გერმანიაში მადრიდის "რეალიდან" გადავიდა. ამ პერიოდის მანძილზე ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა 305 მატჩი ჩაატარა და 149 ბურთი გაიტანა. გუნდთან ერთად ყველა ტურნირი მოიგო, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. რაც შეეხება ფრანკ რიბერის. ფრანგი ფეხბურთელი "ბაიერნს" 2007 წელს "მარსელიდან" შეუერთდა. 405 თამაშში 118 ბურთი გაიტანა. არიენ რობენი და ფრანკ რიბერი მიუნხენური კლუბის ისტორიაში ოქროს ასოებით შევლენ. გავიხსენოთ რობენი-რიბერის ლეგენდარული გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში.  

სხვა სტატიები