Belive

"მივხვდი რატომაა რონალდუ საუკეთესო" - მატუიდი

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ თავის ახლადშეძენილ თანაგუნდელზე, კრიშტიანო რონალდუზე ისაუბრა, ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით იგი მიხვდა, თუ რატომაა რონალდუ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი. "როდესაც მანჩესტერიდან დავბრუნდით ძალიან დაღლილები ვიყავით, მეორე დილით როდესაც ბაზაზე მივედი რონალდუ სავარჯიშო დარბაზში დამხვდა და ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა, მან მითხრა რომ ვარჯიშის გარეშე არ შეუძლია, რონალდუ უკვე 33 წლისაა და ის ყველასთვის მაგალითია, მისი შემხედვარე ვხვდები რომ სპორტში არ არსებობს იარლიყები რომლებსაც სპორტსმენებს აკრავენ, რონალდუ შრომისმოყვარე და დიდებული ფეხბურთელია" - განაცხადა საფრანგეთის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა. შეგახსენებთ რომ, რონალდუს მხრიდან ვარჯიშის სიყვარულის შესახებ ეს პირველი განცხადება არ არის, მსგავსი ფაქტი წლების წინ, პოლ სქოულზს, მარსელოს, რიო ფერდინადს, უეინ რუნის და სხვა ვარსკვლავებს აღუნიშნავთ.

სხვა სტატიები