Belive

მიზეზი, რატომაც ლეო მესი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბეტისის" ანგარიშით, 5-2 დამარცხების შემდეგ, კატალონიის "ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი ჟურნალისტებთან საუბრობს. 57 წლის ნიდერლანდელ ფეხბურთელს ჰკითხეს, თუ რატომ ვერ მოხვდა ლეო მესი სასტარტო შემადგენლობაში. როგორც იცით, არგენტინელი შემტევი "კამპ ნოუზე" მატჩის მეორე ნახევარში გამოვიდა და 2 გოლი გაიტანა. კუმანი ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით აცხადებს:
"მესი თავს ისე კარგად ვერ გრძნობდა, რომ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაეწყო. კიევის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ მან მცირე დისკომფორტი იგრძნო, შესაბამისად, ერთად განვიხილეთ იდეა, რომ სათადარიგოთა სკამზე მჯდარიყო".
 

სხვა სტატიები