Belive

მიზეზი, რის გამოც მანჩესტსერ იუნაიტედი მაურისიო პოჩეტინოზე უარს ამბობს

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
დიდი ალბათობით მაურისიო პოჩეტინო "მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალი მთავარი მწვრთნელი ვერ გახდება. არსებობს 2 მიზეზი, რის გამოც პრემიერ ლიგის გრანდის მესვეურები არჩევანს პოჩეტინოს ნაცვლად, ერიკ ტენ ჰაგზე შეაჩერებენ. ჯერ კიდევ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნის დროს, პოჩეტინოს "მანჩესტსერ იუნაიტედის" მთავარ სამიზნედ განიხილავდნენ. იუხედავად იმისა, რომ მანჩესტერულ გრანდს სოლსკიაერი წვრთნიდა, ხოლო პოჩეტინომ "პარი სენ-ჟერმენი" ჩაიბარა, ბრიტანული მედია საშუალებები აქტიურად აპელირებდნენ იმის შესახებ, რომ არგენტინელი სპეციალისტი "წითელი ეშმაკების" მომავალი მთავარი მწვრთნელი გახდებოდა. ოლე გუნარ სოლსკიაერის დასჯის შემდეგ, სპეკულაციები კიდევ უფრო გამძაფრდა და პოჩეტინოს შესახებ, პრესაში სულ უფრო აქტიურად იწერებოდა, თუმცა უკანასკნელ პერიოდში მოვლენები რადიკალურად შეიცვალა და მთავარ სამიზნედ ერიკ ტენ ჰაგი განიხილება. The i-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არსებობს მიზეზი, რის გამოც "მანჩესტერ იუნაიტედი" პოჩეტინოს სამსახურით აღარ ინტერესდება. საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე, "პარი სენ-ჟერმენი" 12 ქულით ლიდერობს და უდიდესი ალბათობით, პოჩეტინოს გაწვრთნილი გუნდი ლიგა 1-ის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. გასულ სეზონში, პოჩეტინომ ტუხელის მემკვიდრეობის გაგრძელება ვერ შეძლო და სატიტულო ბრძოლაში "ლილთან" 1 ქულით დამარცხდა. ტუხელმა "პსჟ"-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანა შეძლო, პოჩეტინო კი ნახევარფინალურ ბატალიებში "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდა. წლევანდელი ევროსარბიელი გაცილებით წარუმატებელი გამოდგა, პლეი-ოფში "პარი სენ-ჟერნემი" მადრიდის "რეალთან" დამარცხდა და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა. წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, პოჩეტინოს დიდი ალბათობით გუნდიდან გაუშვებენ - მის შემცვლელად კი ზინედინ ზიდანი სახელდება, მაგრამ არგენტინელი ჯერ კიდევ "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს და "მანჩესტერ იუნაიტედს" მის სანაცვლოდ სოლიდური გამოსასყიდის გადახდა მოუწევს. იმ შემთხვევაში, თუ პრემიერ ლიგის გრანდი პოჩეტინოს გადაბირებას ნაადრევად შეეცდება, 25 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევს. მართალია პოჩეტინო პარიზელთა სამომავლო გეგმებში აღარ შედის, მაგრამ სეზონის დასრულებამდე, მისი უსასყიდლოდ გაშვება არ განიხილება. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტსერ იუნაიტედს" ახალი მთავარი მწვრთნელის გაოფიციალურება მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სურს, რათა მომავალი სეზონისათვის მზადება ნაადრევად დაიწყოს. მანჩესტერული გრანდის მესვეურებს, კომპენსაციის გადახდა ტენ ჰაგის სანაცვლოდაც მოუწევთ, მაგრამ "აიაქსის" მთავარი მწვრთნელის გასაფორმებლად გაცილებით ნაკლები თანხის გადახდაა საჭირო. გავრცელებული ინფორმაციით, ტენ ჰაგსა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც მან უკვე განსაზღვრა პრიორიტეტები.  

სხვა სტატიები