Belive

მიზეზი, რის გამოც პოჩეტინო ტოტენჰემიდან გაუშვეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ტოტენჰემ ჰოთსფურს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - მაურისიო პოჩეტინოს ნაცვლად, გუნდს პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ მოულოდნელი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მიმდინარე სეზონში "ტოტენჰემს" არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვს. "სპურსს" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
"ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან არ გვინდოდა. ეს არის ცვლილება, რომლის მიღებაც ხელძღვანელობას ძალიან გაუჭირდა. მაურისიოსთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, გუნდს ძალიან კარგი მოგონებები აკავშირებს, ეს ჩვენი ისტორიაა. თუმცა კლუბმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მის ინტერესში შედიოდა. ჩვენ გვყავს გუნდი, რომელიც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. შესაბამისად, გვჭირდება ახალი ენერგია, რომ ჩვენს გულშემატკივრებს მიმდინარე სეზონში გული არ გავუცრუოთ,"  აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობილია, რომ "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი მთავარი კანდიდატურა განიხილებოდა - ჟოზე მოურინიოსთან ერთად, "სპურსის" ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას კარლო ანჩელოტისთანაც აწარმოებდა.  

სხვა სტატიები