Belive

მიზეზი თუ რატომ არ გადავიდა მბაპე რეალში

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპეს "რეალში" გადასვლის თაობაზე, არაერთი გავლენიანი გამოცემა აქტიურად წერდა - მიუხედავად მის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟისა, ახალგაზრდა ფრანგმა ვარსკვლავმა "პსჟ"-ში დარჩენა გადაწუვიტა. მბაპეს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საუბრისას, "მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილევმა საინტერესო განცხადება გააკეთა: "რატომ არ გადავიდა მბაპე "რეალში"? აღნიშნულთან დაკავშირებით, მბაპემ მითხრა: ვადიმ, მე პარიზელი ვარ. გუნდიდან და ქვეყნიდან ასე წასვლა არ მსურს - მინდა, რომ აქ გავხდე დიდებული ფეხბურთელი." "ვუთხარი, რომ მართალია. მას მოგება სურს - რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ ჩემპიონთ ლიგას მბაპეს დონის ფეხბურთელი მოიგებს და კიდევ უფრო კარგი იქნება თუ "პსჟ"-ს მაისურით მოიგებს." "დიდი ხანია მას ვიცნობ და ის იგივე კილიანია - უბრალოდ გაცილებით უფრო გაზრდილი და ძლიერი.

სხვა სტატიები