Belive

მიზეზი, თუ რატომ აწერია ვან დაიკს ზურგზე ვირჯილი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცნობილი გახდა მიზეზი, თუ რატომ აწერია "ლივერპულის" ვარსკვლავს ზურგზე ვირჯილი. გვარის ნაცვლად საკუთარი სახელის დასაწერად, ვირჯილ ვან დაიკს საკმაოდ საპატიო მიზეზი აღმოაჩნდა. ვირჯილ ვან დაიკის ოჯახის წევრის მტკიცებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ვან დაიკის მამა გახდა, რომელმაც ოჯახი ადრეულ ასაკში მიატოვა. წყაროს მტკიცებით, ვან დაიკმა მამას დედასთან განქორწინება და მათი მიტოვება არ აპატია. "მის ოჯახში არსებული სირთულეებისა და მძიმე პერიოდის მიუხედავად, ვირჯილმა გულმოდგინე შრომის შედეგად შეძლო იმ წარმატების მიღწევა და იმ სახელის შექმნა, რომელიც დღეს აქვს. სიმართლე ის გახლავთ, რომ ვირჯილის მამა უამრავი წლის მანძილზე მის გვერდით არ ყოფილა - ვირჯილის ისტორიის ნამდვილი გმირი დედამისია, რომელმაც მასთან ერთად არაერთი რთული წელი გადაიტანა. უმიზეზოდ არავინ იღებს მსგავს გადაწყვეტილებას - ამ ქმედებით ვირჯილმა საკუთარი სათქმელი მკაფიოდ დააფიქსირა", - აღნიშნა სტივენ ფო სეუუმ.

სხვა სტატიები